|
2019-12-09 16:23:59, 1546 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია - ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა სამუშაო ადგილების შექმნაა
„სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშისა და დღგ-ს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ზრდა და ეს ზრდა ძირითადად არის რეინვესტირების ნაწილის ხარჯზე. „სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის და ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუშაო ადგილები. დღევანდელ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო ფინანსების მართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რომელზეც დღეს მინისტრმა ბევრი ისაუბრა და რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი მდგენელებია ეს ფაქტორები. მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც რისკების მართვის, ასევე ვალის მართვისა და ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)