|
2015-07-23 15:01:06, 795 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ბოცვაძე: ტარიფის ზრდა რომ არ მომხდარიყო სისტემა სრული კოლაფსისკენ მიდიოდა
„ტარიფის ზრდა, რომ არ მომხდარიყო, სისტემა სრული კოლაფისიკენ მიდიოდა“,-ამის შესახებ „ენეგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბოცვაძემ აღნიშნა, კომპანია ტარიფის უფრო მეტ ზრდას ითხოვდა. „ჩვენი გათვლით 2015 წლის ჭრილში ჩვენს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასის ზრდა ჩვენი პროგნოზით 4,8 თეთრით არის მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კვლავ ვერ შევჯერდით და ვერ გამოვნახეთ საერთო ენა კომისიასთან. მიღებულია სხვა გადაწყვეტილება. ზრდა დაახლოებით 3,95 თეთრია. კომპანია ადასტურებს, რომ თუ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 4, 8 თეთრით ზრდა მოგვიწია სარეაბლიტაციო სახსრების მიმართვა ისევ ელექტროენერგიის შესყიდვაზე უნდა მოხდეს. საწუხაროდ, ხარისხს ვერ გავაუმჯობესებთ. ავღნიშნეთ,ზრდა რომ არ მომხდარიყო სისტემას კოლაფსი ემუქრებოდა. მადლობა კომისიას რომ არ წავედით ამ გზით. ეს არის პირველი ამოსუთქვის საშუალება. მაგრამ თუ ისევ გაგვეზარდა ელექტროენერგიის ღირებულება იმპორტირებული ელექტროენერგია უფრო გაგვიძვირდა, თუ ოდნავ შეიცვლება ვალუტის კურსი ჩვენ ისევ დავდგებით დიდი პრობლემის წინაშე“,-განაცხადა ბოცვაძემ. ბოცვაძის განმარტებით, აბონენტების მიერ აგვისტოს განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია მათ სექტემბერში დაერიცხება და ახალი ტარიფით დაანაგარიშებული ქვითარი 5 -დან 10 სექტემბრამდე მიუვათ. მისივე თქმით, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მოთხოვნები ბოლომდე არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მათი პროგნოზის დადასტურების შემთხვევაში, კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებას გამოიყენებს და კომისიას ტარიფის ზრდის მოთხოვნით კვლავ მიმართავს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)