12:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 13:01:02, 1815 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სპორტ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

შუახევში, სასპორტო სკოლის შენობის სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მალე, ახალგაზრდები სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული კომპლექსით და ფიტნეს დარბაზით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში არსებული ობიექტის ერთ ნაწილში აშენდება ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა საჭიდაო დარბაზი და განთავსდება ფიტნეს ოთახები .რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტ დარბაზს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იორ ბუილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 157631ლარი.

მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უშუალოდ მერის ინიციატივით იმართება სპორტული შეკრებები სხვადასხვა სპორტის სახეობებში. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. მერიის მხარდაჭერით შეძენილი იქნა 15. 000 ლარის ფიტნეს ტრენაჟორები და სხვა სახის სპორტული ინვენტარი.

2020 წელში დაგეგმილია ცენტრალური სტადიონის, რაგბის მოედანის, დაბის, ხიჭაურისა და ჭვანის სპორტული მოედნების საჭირო ინფრასტრუქტურით მოწყობა.

დღეის მდგომარეობით შუახევის სპორტულ კომპლექსში, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის 500-მდე მოსწავლეა გაერთიანებული, რომლებიც სპორტის 20-ზე მეტ სახეობას ეუფლებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics