|
2019-12-06 14:42:52, 2986 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად, უკვე არსებული ეკონომიკური სისტემის რამდენიმე კომპონენტი ერთდროულად უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებამ, ბიზნესსექტორმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემის დანერგვას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების შეკვეცას, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირებას და კლიმატური ცვლილებების შერბილებას. ცირკულარული ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკური სისტემა, სადაც ბუნებრივი რესურსების მოხმარება ხდება ეფექტიანად, მასალებისა და პროდუქციის ღირებულება შენარჩუნებულია მათი წრებრუნვით მოხმარების გზით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შემცირებულია. კონფერენციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შვედეთის ელჩი საქართველოში ერიკ ილესი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის საბჭოს წევრი დარიუშ ედვარდ პრასეკი და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)