|
2019-12-06 11:36:33, 3258 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს, აკაკი ბერიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ღვაწლმოსილ ექიმს, ქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს - ბატონ აკაკი ბერიძეს დაბადებიდან 80 და სამედიცინო საქმიანობის დაწყებიდან 60 წელი შეუსრულდა. აკაკი ბერიძეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მადლობის სიგელი გადასცა. ღვაწლმოსილი ექიმი დღემდე აქტიურად ეწევა პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას, არის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ასევე არის მსოფლიო და ევროპის ქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპის გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა. აკაკი ბერიძის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბება და ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების დანერგვა. არის 15 გამოგონების ავტორი და ფლობს საავტორო მოწმობას, რომელიც დანერგილია პრაქტიკაში. გამოქვეყნებული აქვს 150 - ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)