|
2019-12-05 16:36:50, 1479 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ამ ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე. ,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა. მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან ერთად განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმა გიორგი თევზაძემ. ,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით ქალაქის მასშტაბით დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს, ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ“, - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)