|
2019-12-03 17:14:02, 2246 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: 10 თვეში მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
"მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ამ ნაწილში, ხაზგასმით მინდა გამოვყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და კერძო სექტორში დასაქმებაზე ორიენტირებული როგორც საგადასახადო ისე საბიუჯეტო პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას. მისი თქმით, ოქტომბერში დაფიქსირებულ 5.7-პროცენტიან ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები იყვნენ, ის სექტორები, რომლებიც ბოლო პერიოდში გარკვეულ შეფერხებას განიცდიდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპით ზრდას. როგორც ცნობილია, წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების დინამიკა - ოქტომბერში ამ მიმართულებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ის სექტორები იყვნენ ძირითადი კონტრიბუტორები ზრდაში, რომლებიც ბოლო პერიოდში გარკვეულ შეფერხებას განიცდიდნენ. ესენია: გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და ტურიზმის სექტორი. ჯამში, ათი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 5.1 პროცენტი. მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა, ამ ნაწილში ხაზგასმით მინდა გამოვყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და კერძო სექტორში დასაქმებაზე ორიენტირებული როგორც საგადასახადო ისე საბიუჯეტო პოლიტიკა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)