|
2019-12-03 14:23:52, 1710 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - The Banker თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ გამორჩეული ფინანსური მიღწევებისთვის, მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციური ციფრული სერვისების/პროდუქტების შეთავაზებისთვის მიიღო. „მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა კიდევ ერთხელ მიიღო The Banker-ის ჯილდო. ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისის მუდმივ სწრაფვას ტრადიციულ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ახალი, ინოვაციური ციფრული პლატფორმები შევთავაზოთ და მათ ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. გავლენიანი ფინანსური გამოცემა "The Banker", რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით. თიბისიმ The Banker-ისგან საუკეთესო ბანკის ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეათედ მიიღო.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)