|
2019-12-03 13:40:20, 657 ნახვა
საზოგადოება
ახალი ავტობუსები ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 10-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები ეტაპობრივად, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. დედაქალაქმა დამატებით, ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსი მიიღო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა. N7 ავტობუსი - სოფელი დიღომიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმოძრავებს; N12 - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“; N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა; N19 - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა; N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N54 - დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი -უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N57 - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა; N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი; N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“. რაც შეეხება N77 ავტობუსს, მისი მოძრაობის მარშრუტი ტუბდისპანსერიდან რკინიგზის სადგურამდე იქნება, N80 - ორთაჭალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს, N110 - მახათას მთიდან რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე, ხოლო N122 - მოძრაობას მუჯირიშვილის ქუჩიდან დაიწყებს და სადგურის მოედანზე დაასრულებს. 6 დეკემბერს, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავა. N37-ზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს N15 მარშრუტზე ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს MAN-ის 90 ერთეული 10-მეტრიანი და ISUZU-ს მარკის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ISUZU-ს მარკის 83 ერთეული ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტზე: N4, N5, N10, N28, N31, N34, N42, N56, N66, N78, N90, N103, N106, N108, N112 და N124-ზე მოძრაობს, ხოლო MAN-ის მარკის 58 ერთეული ავტობუსი N1, N50, N55 და N71 მარშრუტებს ემსახურება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)