|
2019-11-30 13:25:03, 4244 ნახვა
რეგიონი
ხულოში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ვაშლოვანში, ბეღლეთსა და ბოძაურში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები გაიხსნა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მაღალმთიან აჭარაში ახალი საბავშვო ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოინახულეს. ახლად გახსნილ საბავშვო ბაღებში 27 ადგილობრივი დასაქმდა. ამჟამად სააღმზრდელო დაწესებულებებში 62 ბავშვია რეგისტრირებული. ჯამში, სამივე საბავშვო ბაღს 96 მდე ბავშვის მიღება შეუძლია. საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლების წევრების საზოგადოებასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობა სწორედ ბაღების ნაკლებობის საკითხს სვამდა. ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე 23 საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც, შვიდასამდე ბავშვი იღებს სკოლამდელ განათლებას. 2020 წელს დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ დიოკნისში. დაიწყო თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ბეღლეთში, რომელიც 144 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტით გათვალისწინებულია ღია და დახურული სპორტული მოედნის, ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სააქტო დარბაზის მოწყობა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)