15:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 17:01:43, 525 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სუს–ის ხელმძღვანელის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა

პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე  ერთხმად დაამტკიცა. 

გომელაურის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას 83–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ვახტანგ გომელაური სუს–ის ხელმძღვანელად 6 წლის ვადით ინიშნება.

შეგახსენებთ, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.

შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1 აგვისტოს შეიქმნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics