|
2019-11-29 17:56:35, 3562 ნახვა
ეკონომიკა
საშა ტერნესი: მოხარული ვართ დღევანდელი ინიციატივით - ბიზნესისთვის 100 საინვესტიციო ქონების შეთავაზებით
გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი პოზიტიურად აფასებს პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და დღეს ბიზნესსსექტორს დეტალურად გააცნო. „მოხარული ვართ დღევანდელი ინიციატივით - ბიზნესისთვის 100 საინვესტიციო ქონების შეთავაზებით. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქონების უმეტესი ნაწილი მიწის ნაკვეთია და მიწის ნაკვეთი ყოველთვის მწირი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, მით უფრო თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში", - აღნიშნა საშა ტერნესმა პროექტზე საუბრისას. ამასთან, გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ბიზენსსექტორისა და ინვესტორებისთვის ძალიან კარგია იმის ცოდნა, თუ რა არის ხელმისაწვდომი ბაზარზე. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია მშენებლობის ნებართვების მიღების პროცესის გამარტივება. „და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ინვესტორები მიიღებენ მთელ პაკეტს - არა მხოლოდ მიწას, არამედ ყველა საჭირო წინასწარ ნებართვასა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას, რაც პროცესს ძალიან მარტივს ხდის. კარგია, რომ როდესაც ადამიანები დაინტერესდებიან რომელიმე საკუთრებით, მათ მშენებლობის შესაბამისი ნებართვების მიღების ძალიან მარტივი პროცესი ექნებათ გასავლელი" - განაცხადა საშა ტერნესმა.
(NS)
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)