|
2019-11-29 14:44:47, 3360 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ბავშვთა საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ ფართი გადაეცა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფონდ „იალქანს“, რომელიც წლებია რეგიონში ძალადობის მსხვერპლი მოზარდების, არასრულწლოვნების, უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა საკითხებზე მუშაობს, ეფექტური ფუნქციონირებისთვის ფართი სარგებლობაში გადაეცა. გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ,,გვაქვს სასიამოვნო სიახლე. ყველა იცნობთ ფონდი „იალქანის" საქმიანობას. წლების განმავლობაში ეს ფონდი დახმარებას უწევდა ასობით ბავშვს, როგორც სოციალურად დაუცველებს, ასევე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. მათ ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ფართთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარგებლობაში გადავცეთ შესაბამისი ფართი, რომელიც დაეხმარება ამ ფონდს კიდევ უფრო წარმატებით და ეფექტურად დაეხმაროს ბავშვებს და უფრო წარმატებით განახორციელოს მისი საქმიანობა და შეასრულოს მისი მანდატი. ფონდი წლების განმავლობაში ეხმარება სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ ასობით ბავშვი ქუჩას ჩამოაშორა. ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისული თავშესაფრის 24 საათიან პროგრამაშიც ჩაერთვება.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)