|
2019-11-29 13:58:03, 3360 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - უახლოესი თვეების განმავლობაში აუქციონზე მუდმივად იქნება გამოტანილი არანაკლებ 100 საპრივატიზაციო ობიექტი
ქართულ ბიზნესს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ინიციატივა წარვუდგინეთ - დღეიდან 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მთლიანობაში საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ აუქციონზე გამოტანილი ობიექტები წინასწარ მომზადებულია და მოხდა იმ პრობლემების გაანალიზება, რომელსაც ბიზნესი აწყდებოდა სხვადასხვა ნებართვის მიღების დროს. „ჩვენ ძალიან კრიტიკულად მივუდექით საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლებოდა დაგვეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ამიტომ წინასწარ შევაფასეთ ობიექტები, შევათანხმეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სხვადასხვა უწყებებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ყველა ობიექტს ახლავს რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს კონკრეტულ ადგილზე. თუმცა, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესს შეუძლია შეცვალოს და თავისი შეხედულებით განავითაროს შეძენილი ობიექტი. „ველოდებით, რომ ამ გზით, დაპირებისამებრ, ერთი ფანჯრის პრინციპით ავაწყობთ სერვისებს. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი ეს მოგვცეს საშუალებას კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდა დავიჭიროთ. როგორც იცით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,7%-ს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ციფრებს მიღმა უნდა იდგეს სამუშაო ადგილები და დღეს სწორედ ასეთი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას“, - დასძინა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
(NS)
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)