19:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 13:51:56, 3200 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციას: ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს

„მე ვთავაზობ მათ, ერთად გავიაროთ ქუჩაში და ვინ საც დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ოპოზიციის ბრალდებებს პარლამენტში დეპუტატების დილის საათებში „შეპარვასთან" დაკავშირებით, მორიგი სპეკულაცია და ბინძური ტყუილი უწოდა.

„ერთი განმარტება მინდა გავაკეთო, დღევანდელი დღის დასაწყისთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უბინძურესი სპეკულაციები. დღეს, 10 საათზე ჩანიშნული იყო კომიტეტის სხდომები, 12 საათზე კი უნდა დაგვეწყო პლენარული სხდომა და როდის უნდა ჩატარებულიყო უმრავლესობის სხდომა. რომელ საათზე უნდა დაგვეწყო ეს უმრავლესობის სხოდმა? ან როდის უნდა ჩაგვეტარებინა, შემოპარვას რომ არქმევენ? ეს არის კიდევ ერთი მკაფიო სპეკულაცია, ბინძური ტყუილი, ხალხის მოსატყუებლად, თითქოს ვიღაცა სადღაც დაიპარება. მე ვთავაზობ მათ, თუნდაც ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ ტყუილებს და სპეკულაციებზე დადის. ამას აკეთებს და აცხადებს ის ხალხი ვინც 2012 წლის მერე, გასაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან სად შეძვრნენ და ეს ხალხი ლაპარაკობს ამ ყველაფერზე", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics