|
2019-11-29 13:45:55, 1520 ნახვა
ეკონომიკა
სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო საფრანგეთისგან 35 მლნ ევროს მიიღებს
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა, ხელი მოაეწერეს შეთანხმებას საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, რომლის საფუძველზეც სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო 35 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობს სოციალურ სფეროში 3-წლიანი (2018-2020) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს ავარიული შენობის დახურვას, საჭიროების მქონე ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 35 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)