14:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 13:51:43, 1114 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა

ვითიბი ბანკის დაფინანსებით 26 ნოემბერს ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს.

ვითიბი ბანკი კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ განაცხადა: „აგროჰაბის“ და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბიც“ სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

 “აგროჰაბი” მომხარებელს ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და  ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას.

ბათუმში გახსნილი „აგროჰაბი“ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. ამის გარდა კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში.

ბათუმის “აგროჰაბში” სამასამდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics