18:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 12:14:40, 2250 ნახვა

ეკონომიკა
ღია კარის დღე „თეგეტა აკადემიაში“

26 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, „თეგეტა აკადემიამ“ ღია კარის დღე გამართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოღვაწე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაცია წარმოადგინა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ „თეგეტა აკადემიის“ მიმდინარე სიახლეებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.

2019 წლიდან „თეგეტა აკადემიას“ მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ  ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.

“თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს წამყავანი ბრენდების უცხოელი ტრენერები ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა. „თეგეტა აკადემია“ წელიწადში 80-ზე მეტ ტრენინგს ატარებს. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.


 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics