20:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 14:24:25, 2267 ნახვა

სამართალი
ენმ-ის წევრებს ქობულეთის მერიასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - პოლიციამ 1 პირი დააკავა

ქობულეთის მერიასთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად პოლიციამ ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კერძოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრი თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიემგზავრებოდა. ადგილზე მისულებს კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დახვდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„9 საათზე მისულებს მერიის შენობის წინ დაგვხდა, მერის, მირიან ქათამაძის მიერ ორგანიზებული ტიტუშკები და პოლიციის მრავალრიცხოვანი ეკიპაჟი.თავდაპირველად დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, შემდეგ კი ფიზიკურ აგრესიაზე გადმოვიდნენ. ჩვენ გავაგრძელეთ გზა დედაქალაქისკენ, უფრო მნიშვნელოვან საქმეზე და მირიან ქათამაძე თავისი  „ტიტუშკებით“ დავტოვეთ ქობულეთში“, - განაცხადა „კურიერთან“  „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა, ბონდო თედორაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბრალდებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics