19:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 17:02:33, 3159 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს.

მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის  მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია  ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი - 3000 ლარს.

„თიბისი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება  შესაძლებელი", - ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის უფროსი.

ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად,  IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics