13:45 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 14:35:23, 702 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ გონიო-აფსაროსში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილი გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 27 ივნისიდან, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გონიოს ციხეში ქართულ–პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი მიმდინარეობს.

სამი კვირის მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენები დაფიქსირდა. ერთ–ერთი კონსტრუქციის იატაკზე (მისი სავარაუდო ფართობი 100 კვ.მ. უნდა იყოს) გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს.

რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩენილა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს–ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული.

ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა. ამ აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გონიოს ციხე რომის იმპერიის მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხესიმაგრე იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics