13:45 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 11:35:34, 496 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ზუგიდის მუნიციპალიტეტში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

გამგეობის ინფორმაციით, ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რაიონების ძალოსანთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული 105 კგ. წონით კატეგორიაში ზუგდიდელმა გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა, რომელმაც აკვრაში 195 კგ სიმძიმე დასძლია. ძალოსანთა გუნდურ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ადგილი თბილისის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე ქუთაისის ხოლო მესამე ადგილზე ზუგდიდის ნაკრები გავიდა.

ზუგდიდის ძალოსანთა ნაკრებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში შემდეგ წარმატებებს მიაღწია: გოგოხია მანუჩარი მე-2 ადგილი - 50 კგ, ჯალაღონია ლუკა მე-4 ადგილი - 56 კგ, ვეკუა გიორგი - მე-6 ადგილი - 62 კგ, ვეკუა ვახტანგი - მე-3 ადგილი - 69 კგ, ჩხეიძე გოგა - 1-ლი ადგილი - 69 კგ, ჯალაღონია ირაკლი - მე-3 ადგილი - 77 კგ, ჩხეიძე გიორგი 1–ლი ადგილი - 105 კგ.

საქართველოს ჩემპიონატს ესწრებოდნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ასანიძე, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები, სამი ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული კახი კახიაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გამარჯვებულები პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ კახი კახიაშვილი ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სიგელით დააჯილდოვა. ასევე ძალოსნობის განვითარებისთვის განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ზუგდიდის ნაკრების მწვრთნელი გიორგი ჩიქოვანი დაჯილდოვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics