|
2019-11-15 11:36:08, 1161 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა. ახალი, გაუყინავი ხილისა და ბოსტნეულის აღნიშნული გამოფენა იტალიის ქალაქ რიმინიში ყოველწლიურად ტარდება, 43 ათას ვიზიტორს მასპინძლობს და მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით სარეალიზაციო ბაზრების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს. გამოფენის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობების შექმნის მიმართულებით მიმდინარე ფინანსური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პროექტზე „დანერგე მომავალი“. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ხილისა და ბოსტნეულის წარმოება მზარდია და, შესაბამისად, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ფერმერების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. „ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა Macfrut მონაწილეობა ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია, პრაქტიკულად, მსოფლიოს გააცნონ. ამავე დროს, მისასალმებელია გამოფენის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, საქართველოს მხარის გამოფენაში აქტიური ჩართვის შემთხვევაში, მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ ქართველმა მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)