14:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 18:57:30, 440 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: თავისუფალი უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, მისასალმებელია ის რეფორმები, რასაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის პროცესისასთვის ახორციელებს, თუმცა თავისუფალი უვიზო რეჟიმისთვის, დამატებითი რეფორმებია საჭირო.

როგორც ტუსკმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალიან აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, თავშესაფრის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვლასაზრისით.

„გარანტია არ გახლავთ წარმატების, მაგრამ დამერწმუნეთ, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ იმ დროს, როცა საკითხი მიდგება ვიზალიბერალიზაციის თემაზე.საქართველო ძალიან მყარ პოზიციაზე დგას, როდესაც თავისუფალი მობილურობისა და მოძრაობის თვალსაზრისით არის საუბარი, ძალზე ამბიციურად ვუდგებით ამ თემას.საქართველო ამჟამად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის პროცესისასთვის, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, მაგრამ თავისუფალი უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალიან აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, თავშესაფრის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანთა ტრეფიკინგის თვლასაზრისით.ეს გახლავთ ჩვენი ოფიციალური პოზიცია.მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო საკმაოდ მზად გახლავთ და ამბიციურია დღის წესრიგის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ამ ეტაპამდე მივა, აღნიშნული პროგრესის შეფასებამდე, თქვენი მზაობა იქნება მაღალი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ მოვლენათა მიმდინარეობა. კომისიის შემდეგი მოხსენება რეფორმების საკითხზე, რეფორმებს ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა დაიწყოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესზე ძირეული პროცესი“,-განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics