23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 17:31:10, 2312 ნახვა

სამართალი
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (48 აბი) და ფსიქოტროპული (166 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics