20:07 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 16:18:38, 1136 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა დადგენილი ჯერ ზუსტად არ არის.

„რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და არავის აჭაჭანებს ახლოს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და ვაძლევთ საშუალებას, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები. ჰოდა, როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. რამდენიმე დღეა, რაც გარეთ გამოყვანა დაიწყო. ჯერჯერობით ორი ცალი გვაჩვენა. გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს“, - აღნიშნულია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარკის ცნობით, პირველ რიგში იმიტომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი, რომ აფხიკული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან, რაც თბილისის ზოოპარკმა შეძლო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics