|
2019-11-11 17:21:34, 1665 ნახვა
რეგიონი
სოფლის მხარდადჭერის პროგრამა დაბაში აქტიურად ხორციელდება
დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაბის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებისთვის სულ 88 000 ლარი გამოიყო, მათგან 72 000 ლარის სამუშაოები უკვე დასრულებულია. დასრულდა:
ბესელაშვილებში და დაბაძველში - მოეწყო გარე განათების ქსელი, გუნდაურში - სანიაღვრე არხი და გარე განათება; სხეფი - შემოიღობა სასაფლაოები; თერნალი - მოეწყო გარე განათების ქსელი და ბეტონის საფარი; ჩანჩხალო - ფანჩატური და გარე განთება; დრო - შეძენილი იქნა წყლის მილი. მიმდინარეობს: ოქროპილაური- ფეხის სავალი ბილიკის მოწყობა; კლდისუბანი - გზაზე ზღუდარების მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად დაბაში მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორიცაა დაბის ცენტრისა და თამარ მეფის ქუჩაზე სკვერის, კიბეების და ღობის კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კოლეჯ ,,ბლექსის“ განსათავსებლად დაბის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)