23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 18:48:01, 2213 ნახვა

სამართალი
ვაჟა სირაძე: მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ნუ წამოვლენ პროვოკაციაზე და არ დაარღვიონ კანონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიცია უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისი თქმით, დღესაც, როგორც გუშინ, სამართალდამცველები ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებებს და მართლწესრიგს დაიცავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, გავაგრძელებთ ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებების და მართლწესრიგის დაცვას. არსებული ინფორმაციით, ჯამში, დაკავებულია 28 პირი. აქედან, თბილისში დაკავდა 25 პირი, ბათუმში დაკავდა 3 პირი. 

ამ დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი როგორც გუშინ მოგახსენეთ, დაკავებულია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. დღეს არ დაკავებულა დამატებით არც ერთი პირი.

რაიმე პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, შემოწმებულია კინოლოგიური სამსახურების მიერ თითოეული კინოდარბაზი, შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას.

შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ. პოლიციური ძალები განთავსებული იქნებიან კინოდარბაზების და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტალოდეტექტორების საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა კინოდარბაზში.

კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და ნებისმიერ მხარეს, რომ ნუ წამოვლენ პროვოკაციაზე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics