19:06 - 29 Jul, 2026
|
2019-11-09 14:55:12, 1647 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო განათებების მონტაჟის დაწყების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის გამოც თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან მიაწოდეს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე. სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)