15:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 14:40:36, 376 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი არ ადასტურებს, რომ შს მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
როგორც აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, შს მინისტრის თანამდებობაზე ვისი კანდიდატურა განიხილება. 
"მე არ ვარ ინფორმირებული, რომ ეს კანდიდატურა განიხილებოდეს და არც იმის თაობაზე ვარ ინფორმირებული, თუ საერთოდ განიხილება ვინმეს კანდიდატურა",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
რაც შეეხება ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსფრთხოების  სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენას, გიგლა აგულაშვილს სჯერა, რომ  გომელაური ახალ თანამდებობაზე წარმაეტბული იქნება.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  უხელმძღვანელებს.  შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა კი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics