|
2019-11-09 11:16:15, 1882 ნახვა
რეგიონი
შუახევში წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ ვორქშოფი გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ და გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ MACS ვორქშოფი გამართა. ვორქშოფი მიზნად ისახავდა შუახევის სოფლების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ. მონაწილეებმა სოფლების მაგალითების მეშვეობით, წარმოადგინეს იდეეები რა მთავარი სარგებელი შეიძლება მოუტანოს აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამამ რეგიონს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, არამედ ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების გაწმენდის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მისი მთავარი ფუნქცია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)