02:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 13:40:58, 2889 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული საქმის განხილვა შეჩერებული აქვს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა ულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული საქმის განხილვა შეჩერებული აქვს.

როგორც მინისტრმა განმარტა, განხილვას სასამართლო მას შემდეგ გააგრძელებს, რაც აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ შარშან წინ შევიტანეთ სახელმწიფო საჩივარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს დღემდე განხილვაში არ აქვს და უფრო მეტიც, განხილვა გადადებულია მანამ, სანამ წამყვან სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხება საქართველო-რუსეთს შორის არსებული ომს, არ ექნება გადაწყვეტილება გამოტანილი. შესაბამისად, ყველა სხვა საქმის განხილვა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეჩერებულია. ვფიქრობთ, ომის საკითხის განხილვა მომავალი წლის სამოსამართლო ზაფხულის არდადეგებამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics