|
2019-11-06 15:49:35, 2314 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო. მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება. "შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომლშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში. განხორციელდება კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მუშაობს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიულ გეგმაზე" , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბათუმის 170-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზირებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შედის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები, იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)