|
2019-11-06 15:11:36, 1837 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით
დღეს ბათუმში ,,საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია" (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის გახსნაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში და რეგიონში კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ,,თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წლებია მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეგიონალური, გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება ბათუმში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოჯისტიკური და ეკონომიკური ცენტრი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზე, სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია" რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ. კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. რიგით მე-13 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია" (GDSC) 7 ნოემბერს დასრულდება.
(NS)
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)