01:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 18:06:01, 2946 ნახვა

სამართალი
კანაფის მოყვანისთვის პროკურორი პატიმრობას ითხოვს

ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მცხოვრებ ავთო მეტრეველს, რამდენიმე ძირი კანაფის კულტივაციისთვის 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატი მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც წელიწად-ნახევარი პატიმრობა და 3.5 წელი პირობითი სასჯელი ელის.

სასამართლო პროცესზე „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც იმყოფებოდა.

ჯაფარიძის თქმით, ციხეში კულტივაციის მუხლით აღარავის სვამენ და პირობები, რომელსაც ამ ადამიანს უყენებენ წარმოუდგენელია.

„პროკურორი ილია გელბახიანი ემუქრება ამ ადამიანს. აშინებენ, ეუბნებიან, რომ თუ ამ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა და წელიწად-ნახევრით არ ჩაჯდება ციხეში, 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. იმ მცენარის მოყვანის თვის, რომლის მოხმარებაც წელიწადზე მეტია ლეგალურია ამ ქვეყანაში.“

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მსგავს შემთხვევებში „გირჩი“ რამდენიმე ადამიანს დაეხმარა და ყველა, ვინც კი პრინციპულობაზე დაითანხმეს გარეთ არის, რადგან მათ ვერ შეეხნენ.

„მოსამართლე იქნება თუ პროკურორი ილია გელბახიანი, მათ მინდა დავპირდე, თუ რაღაცნაირად მოახერხეს და შეაშინეს ეს ადამიანი და გააფორმებინეს ის წელიწად-ნახევარი ციხეში წასვლის საპროცესო შეთანხმება, ან თუ შეასრულეს ეს მუქარა და მე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ამის გამო ადამიანი 6 წლით ციხეში გაუშვან -  მწარედ მოვთხოვთ პასუხს ყველას, მოსამართლე იქნება, პროკურორი, პოლიციელი თუ ვინც არ უნდა იყოს. ადამიანების გამწარებას და ცხოვრების დანგრევას არ შევარჩენთ არავის“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics