14:30 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 18:07:37, 1924 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა

თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი გადასცა. 

30 ოჯახი ოქროყანაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა, თუმცა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქონება მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. ოქროყანაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 30 ოჯახს დაუკანონდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ აქ, ბევრი მათგანი დევნილია, ბევრი შესახლებულია, სახლის გარეშე დარჩენილი. ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ, რომ ფართები მათ საკუთრებაში ყოფილიყო. 

ძალიან მიხარია, ამდენ ბედნიერ და გახარებულ ადამიანს ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვჩერდებით, გავაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. შემდეგ ეს გადმოიგზავნება თბილისის მერიაში და ჩვენ მოვახდენთ ფართების დაკანონების პროცესს. ამდენად, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 650-დე ოჯახს დაუკანონდა. 

ოქროყანაში მცხოვრებლებისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და სხვა პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics