13:30 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 13:09:37, 1077 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ელექტრონული ზედამხედველობის ინიციატივას დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ზედამხედველობის ინიციატივას, რომელმაც ქალებზე ძალადობის ფაქტები უნდა შეამციროს, დღეს პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ცაციაშვილის თქმით, ინიციატივა ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონულ ზედამხედველობას გულისხმობს, ხოლო ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის შემთხვევაში, პოლიციას უფლება ექნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ. ამ პროექტის მიზანი ერთის მხრივ მსხვერპლის დაცვის უფრო მეტად უზრუნველყოფა და გაძლიერება და მეორეს მხრივ, შემდგომი უფრო მძიმე დანაშაულის თავიდან აცილებაა“, - ამბობს ნინო ცაციაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებს, თუმცა, გარკვეული რეკომენდაციებიც აქვს. 

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics