09:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 12:25:28, 1912 ნახვა

კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში გავლენიანი ჯგუფების არსებობას უარყოფს.

როგორც მიქაუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.

"არ არსებობს სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გარკვეული სახის გადაწყვეტილებას. სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე. ახალი არ არის არც თქვენთვის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლო სისტემას მოუწია ძალიან ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში, ჩვენი განსახორციელებელია და ეს მარტივი პროცესი არაა", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განდიდატმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics