09:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 14:27:46, 1436 ნახვა

საზოგადოება
„მანგანეზი“: შემთხვევა, რამაც მაღაროში მამაკაცი იმსხვერპლა, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს.

"პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა ჭიათურაში, გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics