11:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 13:21:21, 618 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სომხეთის დელეგაცია მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ტონოიანს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება.

„ბრიუსელში გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით სომხეთის თავდაცვის მინისტრს. იქ შევთანხმდით, რომ ვიპოვით თანამშრომლობის ახალ გზებს, ურთიერთობის ახალ ფორმატებს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია, მხარეებს შორის იყოს მეტი სიახლოვე და კადეტებს ან თავდაცვის სამინისტროს სხვა სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics