21:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 17:28:02, 3933 ნახვა

რეგიონი
ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ზაალ მიქელაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტს ეწვია

სტუმრობდა ტერიტორიაზე ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. წლევანდელი დღის თემაა „სუიციდის პრევენცია“.

მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტს სტუმრობდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკის ტერიტორიაზე ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა. კლინიკის სტაციონარში მკურნალობის დროს ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ფარგლებში შრომითი ინსტრუქტორების აქტიური ჩართულობით არტ თერაპიით დაკავდნენ. კლინიკაში დღემდე არსებობს წლების განმავლობაში დაგროვილი ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, იშვიათი ნახატები. გამოფენის პარალელურად წარმოდგენილი იყო კლინიკის სოციალურ საწარმოში დამზადებული ტკბილეული. სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ორი წელია ფუნქციონირებს. საწარმოს დაარსების მთავარი მიზანი ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების დასაქმება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ამ ეტაპისთვის საწარმოში დასაქმებულია 2 ბენეფიციარი. კლინიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში შესრულებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics