|
2019-10-09 15:08:50, 2266 ნახვა
რეგიონი
მეხანძრე-მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ 2 ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყეს საძიებო სამუშაოები. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველთა ჯგუფები ტყეში, 16 კილომეტრის მონაკვეთზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს. წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები და ისინი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - ორივე პირი თავს კარგად გრძნობს. საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამბროლაურის და ონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)