21:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:17:30, 5306 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის ინფორმაციით, ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც ფრანგმა ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ახლა სწრაფ ტემპში უნდა გაიმართოს, რათა გამოჩნდეს "სცემს თუ არა ეს შეთანხმება ევროკავშირის პრინციპებს პატივს".

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებები მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონშონთან საუბრისას გააკეთა. 

თავის მხრივ, ბორის ჯონშონმა განაცხადა, რომ ევროგაერთიანებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიში დარჩება. ამასთან, ჯონსონს სჯერა, რომ ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტს მოიწონებს, თუმცა კარგვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს. 

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირის ლიდერებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. 

ცნობისთვის, ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ. ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტი 2 ოქტოომბერს შესთავაზა.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. 2018 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა,  პროცესი გაჭიანურდა. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა და მისი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics