20:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 14:53:47, 3468 ნახვა

რეგიონი
აჭარაში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.

პროფესიული დღესასწაულია აღსანიშნავად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა.

„მინდა ყველა მასწავლებელს მივულოცო  პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. სახელმწიფომ განათლება მთავარ პრიორიტეტად დაისახა. ამ მნიშვნელოვანი იდეისგანხორციელებაში  უდიდესია მასწავლებლების როლი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მასწავლებლის  პროფესია სულ უფრო დასაფასებელი და პრესტიჟული გახდეს"-განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

წელს სპეციალურმა კომისიამ 35  მასწავლებელი გამოავლინა, რომლებმაც ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში წარმატებებს მიაღწიეს. წლის შედეგებით საუკეთესო პედაგოგებს შორის ბათუმიდან -12, ხელვაჩაურიდან - 7, ქობულეთიდან -5, ხულოდან და  შუახევიდან 4 - 4, ხოლო ქედიდან -3 პედაგოგი შეირჩა.

დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და წევრები, პოლონეთის ელჩი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე,  მუნიციპალიტეტის მერები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია  ყოველწლიურად იმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics