02:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 11:13:44, 856 ნახვა

საზოგადოება
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობა „თერგში“ გაჩნდა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ  „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე  განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში   ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებმაც ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო  ტექნიკის გამოყენებით, დაიწყეს ცეცხლის ქრობა. პარალელურად, ხდება დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა. შეინიშნება ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics