20:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 10:50:44, 2020 ნახვა

რეგიონი
სიღნაღში, სასტუმრო „ნიკალას“ სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის ინფრომაციით, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან „ნიკალას“ სახურავზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

მათივე ცნობით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics