21:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 17:56:22, 2916 ნახვა

მსოფლიო
რუსული სიმღერის ჩართვის გამო, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოს ბოდიში მოუხადა

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოს ნაკრებსა და ქართველებს, საქართველო-ურუგვაის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული სიმღერის ჩართვის გამო ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მსოფლიო რაგბის პრესპიკერმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა აღნიშნული ინციდენტისა და უხერხულობის შექმნის გამო.

„გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოდან შექმნილი უხერხულობისთვის. აღნიშნული შემთხვევა საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად განვიხილეთ და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველო-ურუგვაის მატცის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს. კერძოდ, სტადიონზე ვალერი მელაძის სიმღერა გაჟღერდა, რაც რაგბის ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics