|
2019-09-30 14:07:26, 1585 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე 2020 წელს 36 მილიონ ლარს დავხარჯავთ
„36 მილიონი ლარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი თანხები საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის. „2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი, 120 ათას ჰექტარზე მეტია. აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გავასამმაგეთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც. ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას მომავალ წლებშიც გააგრძელებს. „როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო ჩვენ ფერმერებზე ზრუნვა. აქ გასათვალისწინებელია სუბსიდირების ის ელემენტები, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ შენარჩუნებული გვქონდა. ჩვენ მოსახლეობას წყალს ვაძლევთ უფრო იაფად, ვიდრე რეალურად მისი ღირებულებაა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ეს მნიშნელოვანი ფაქტორია და 2020 წლისთვის ვინარჩუნებთ საირიგაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების დაფინანსებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)