|
2019-09-26 14:48:17, 2538 ნახვა
რეგიონი
შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩატარდა
შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის მიზნობრივი პროგრამა ,, დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა’’ ქვეპროგრამის ,,სააგენტოს პოპულარიზაცია’’ ფარგლებში, გაიმართა მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარი შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ, შემდეგ მიმართულებებში: სამუშაოს მოძიების ტექნიკა; რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; გასაუბრებაზე მოქცევის წესები. ტრენინგი იყო ინტერაქტიული, საინტერესო და დატვირთული სასარგებლო რჩევებით. თემატიკა მომზადებული იყო მსოფლიოს წარმატებული ადამიანებისა და წამყვანი ფსიქოლოგების, აგრეთვე თავად ტრენინგის ავტორის ლაშა ხუტიაშვილის 23 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე. ტრენინგის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სატრენინგო მასალები (ჰენდაუთი). ტრენინგი ჩატარდა ტენდერში გამარჯვებული ა(აიპ) კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციის მიერ. დასაქმების სააგენტო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა სამუშაოს მაძიებლებმა შეძლონ საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა დამსაქმებლის წინაშე.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)