|
2019-09-26 13:37:52, 1763 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იუნისეფის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად "იუნისეფ საქართველოს" ოფისის წარმომადგენელს, ღასან ხალილს, ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, თამარ უგულავას, სოციალური კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელს, ქეთევან მელიქაძესა და სხვა წარმომადგებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის პროექტები, რომელბიც იუნისეფის ხელშეწყობით აჭარაში მიმდინარეობს. ესენია: " ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა" "შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში" "ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში". „ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა" - პროექტის ფაეგლებში ადგილობრივებს უტარდებათ ტრენინგები. „შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში რეგიონის 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს პილოტის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრას, პირის სოციალური საჭიროებისა და ფუნქციონირების შეფასების მიხედვით. „ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში დაინერგა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)